• Geo
  • Eng
09.02.2014
დინამოს ახალგაზრდები ნალჩიკის სპარტაკთან დამარცხდნენ

თურქული შეკრების ბოლოსწინა დღეს დინამოელებმა დამატებითი სპარინგ-მატჩი გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა ძირითადად იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს ვისაც ანთალიაში გამართულ ტესტ-მატჩებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. მეტოქე რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი ნალჩიკის სპარტაკი გახლდათ. მატჩი ყაბარდო-ბალყარეთის გუნდის გამარჯვებით დასრულდა 6:1. ხვალ 10 თებერვალს, შეკრების ბოლო დღეს, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე, დინამოელები საბრძოლო შემადგენლობით თურქმენეთის, ნებითჩის  ეთამაშებიან. დღევანდელ შეხვედრაში დინამოს შემადგენლობა ასეთი გახლდათ.

 

დაუშვილი /46-ტყეშელაშვილი/, ბაჩიაშვილი, რეხვიაშვილი, გურეშიძე /46-ხიდეშელი/, შერგელაშვილი, ცინცაძე, გორგიაშვილი, ლობჟანიძე, გოგა /46-მერებაშვილი/, გლიშიჩი, დიასამიძე

 

დინამოელთაგან გოლი მეტოქის კარში, შეცვლაზე შესულმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024