• Geo
  • Eng
05.02.2014
მორიგი სპარინგი ოდესის ჩერნომორეცთან

დინამო თბილისი თურქულ მოსამზადებელ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას ოდესის  ჩერნომორეცის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო რეპორტაჟი ჩვენება ჩვენი კლუბის ოფიციალურ  ვებ–ვგერდზე იგეგმებმა.

 

ჩვენი მეტოქე – ჩერნომორეცი

ოდესაში 1936 წლის 26 მარტს დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა, რომლსაც თავდაპირველად დინამო ეწოდებოდა, რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. 1958 წლიდან გუნდს ჩერნომორეცი ჰქვია. ოდესელი მეზღვაურების საკლუბო სიმბოლიკა ლურჯ და შავ–თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი.  გუნდი საშინაო შეხვედრებს სტადიონ ჩერნომორეცზე მართავს, რომელიც ოფიციალურად 34 164 მაყურებელს იტევს.

 

დინამო თბილისს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ოდესის ჩერნომორეცი წინააღმდეგ 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 მატჩში დაამარცხეს, 14 შემთხვევაში დაპირისპირება საყაიმო რეზულტატით დასრულდა, ხოლო ჩერნომორეცმა 10 თამაშში მარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 56:44 არის.  საბჭოთა კავშირის თასზე გამართული 5 მატჩიდან დინამომ 4 მოიგო და 1 წააგო.

 

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩერნომორეცმა საუკეთესო შედეგი 1974 წელს აჩვენა, როდესაც გუნდმა მესამე საფეხური დაუკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ოდესელთა საუკეთესო რეზულტატი სსრკ თასის გათამაშებაზე 1965/66 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ჩვენმა მომვალმა სპარინგ მეტოქემ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე იასპარეზა. უკრაინის ჩემპიონატში ოდესელთა საუკეთესო რეზულტატი მეორე ადგილი გახლავთ. მეზღვაურებმა 1994/95 და 1995/96 წლების სეზონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს ვერცხლის მედლები. უკრაინის თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული ჩერნომორეცმაი გახლავთ,  1992 წელს გუნდმა პირველი ტიტული მოიპოვა, ოდესელებმა ანალოგიური შედეგი გაიმეორეს 1993/94 წლების სეზონშიც.

 

ოდესის ჩერნომორეცი მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრემიერ ლიგაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, მეორე ადგილზე მყოფ კიევის დინამოს – 1,  ხოლო პირველ ადგილზე მყოფ დონეცკის შახტარს 6 ქულით ჩამორჩება. ოდესელებმა წარმატებით იასპარეზეს უეფას ევროპის ლიგის გათამაშების ჯუფურ ეტაპზე და ბულგარულ ლუდოგორეცთან ერთად მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ჩერნომორეცმა ჯგუფში პსვ ეინდჰოვენსა და დინამო ზაგრებს აჯობეს. 20 თებერვალს, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ოდესის ჩერნომორეცი ფრანგულ ლიონს  უმასპინძლებს.  

 

ჩერნომორეცის შემადგენლობაში ყველაზე მეტი შეხვედრა ვლადიმირ პლოსკინას აქვს ჩატარებული, რომელიც 1975 წლიდან 1988 წლამდე იცავდა ჩერნომორეცის ღირსებას და ამ პერიოდში  473 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ჩერნომორეცი თურქეთში მეორე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მათ 3 მატჩი გამართეს.  სერბულ რადნიჩკისთნ ფრე 0:0, ასევე ფრე 1:1 ოსტავის ბანიკთან და 2:0 გამარჯვება კრაკოვის ვისლასთან.

 

ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი იცავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024