• Geo
  • Eng
05.02.2014
დუბლებმა საბურთალო დაამარცხეს

დღეს ბენდელას სტადიონზე, ბენდელას თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს დუბლებს უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბული და დინამოელთათვის გადამწყვეტი შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები, თუმცა ხან მეკარეები თამაშობდნენ ზუსტად და ზოგ შემთხვევაში დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოდავდნენ შემტევები. პირველი ნახევარი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რაც გატანილ გოლში აისახა. 62 წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ოთარ კობახიძე შეიჭრა, იგი აკრძალული ილეთით შეაჩერეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა საბურთალოს კარის მიმართულებით. არჩილ მესხმა ზუსტად შეასრულა პენალტი და დინამოელები დააწინაურა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ეს მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა და დინამოს დუბლებმაც გამარჯვებას მიაღწიეს. ამ წარმატებით კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები ჯგუფიდან გავიდნენ და ბენდელას თასის ¼ ფინალში იასპარეზებენ. მოგვიანებით გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელსაც დინამო ფლეი-ოფში დაუპირისპირდება.

გოლი: 63’ ა. მესხი (პენ)

დინამოს დუბლები: მიგინეიშვილი, კაპანაძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე, კიტოვანი, ცოტნე მესხი, როსტიაშვილი, კობახიძე, კვარაცხელია, არჩილ მესხი

შეცვლაზე შემოვიდნენ: კაციტაძე, გალდავაძე, მურუსიძე, სადღობელაშვილი, კახნიაშვილი, შენგელია, კვერნაძე, ვეკუა, მაჭავარიანი

საბურთალო: ბიბილაშვილი, გვარაძე, თვარაძე, ბედიევი, აბულაშვილი, ჯავახიშვილი, ჭოხონელიძე, ქურხული, ღვაბერიძე, კუხიანიძე, ალთუნაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024