• Geo
  • Eng
04.02.2014
ირაკლი მოდებაძე - დინამოს რეალური ძალა სეზონის განახლებისას გამოჩნდება

ჩვენი გუნდის ახალწვეულს, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფორვარდს - ირაკლი მოდებაძეს დინამოს მზადების შესახებ კომენტარი ვთხოვეთ. პირველ რიგში კი  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დავეკითხეთ, ვინაიდან ბოლო საკონტროლო მატჩი მლდა ბოლესლავთან მიკროტრავმის გამო გამოტოვა.     

 

ირაკლი მოდებაძე - მცირე ხნით დასვენება მომიწია, მაგრამ სერიოზული არაფერია, ყველაფერი რიგზეა. ჩემი აზრით ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით და ვცდილობთ შეთამაშებას. საკონტროლო მატჩებიც ძირითადად ამას ემსახურება და  მხოლოდ რეზულტატზე არაა გათვლილი, თუმცა ბუნებრივია მოგება საჭიროა და ყველას გვინდა. მთავარი სამზადისი ჩემპიონატში, თასზე და ევროთასებზე წარმატების გამოსვლისკენ არის მიმართული. შეკრებაზე ჩატარებულ შეხვედრებში ნაჩვენები შედეგი, მოგება არ არის გარანტია ოფიციალურ შეხვედრებში კარგად გამოსვლის. სათამაშო პროცესში არის წინსვლა. მწვრთნელები, ფეხბურთელები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს. დინამოში ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. სეზონის განახლდების შემდეგ კი ყველა ახალწვეულისთვის ადაპტაციის პერიოდიც ბოლომდე გაივლის და დინამოს  რეალური ძალაც სწორედ მაშინ გამოჩნდება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024