• Geo
  • Eng
02.02.2014
ჩისკო - ეს მოსამზადებელი ეტაპი ერთ გუნდად შეკვრაში დაგვეხმარება

დინამოს  მოსამზადებელი ეტაპის მეშვიდე დღეს, გუნდის მზადების შესახებ აზრის გაზიარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჩისკოს ვთხოვეთ.

 

ჩისკო - ახალ ტაქტიკურ მონახაზზე ვმუშაობთ. რაც დინამოში ვარ ასეთი სისტემით არ გვიმუშავია. დინამო საქართველოს გამორჩეული გუნდია და მწვრთნელი ისეთ სქემაზე გვამუშავებს, ვიფქრობ სათამაშო სტილიც გამორჩეული გვექნება, უფრო შემტევი, კომბინაციური და სანახაობრივი, ისეთი ჩვენს გულშემატკივრებს რომ გაახარებს.  გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფებურთელი და ახალწვეულია. ეს მოსამზადებელი ეტაპი დაგვეხმარება ერთ გუნდად შეკვრაში. მოვლენებს არ გავუსწრებ და არაფერს ვიტყვი საქართველოს ჩემპიონატის და თასის შესახებ, ახლა მხოლოდ მწვრთნელის დავალებების სწორად შესრულებაზე ვფიქრობთ. რაც შემეხება მე, სასურველ ფორმას ვუახლოვედები, რაც ფიზმომზადების მწვრთნელის დამსახურებაც გახლავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024