• Geo
  • Eng
01.02.2014
გურამ კაშია – დინამო მუდამ ჩემს გულშია

როტერდამის ფეიენოორდისა და არნემის ვიტესის შეხვედრას (რომელშიც ყოფილმა დინამოელმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა) დინამო თბილისიდან ჰოლანდიურ მივლინებაში მყოფი კვარტეტი ადევნებდა თვალს. მამუკა კვარაცხელიას თქმით, მატჩის შედმგომ პრესკონფერენციაზე რონალდ კუმანმაც და პეტერ ბოშმაც საგანგებოდ გაუსვეს ხაზი კაშიას პროდუქტიულობას და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჰოლანდიურმა ტელეარხმა ფოქსმა, მატჩისშემდგომი ინტერვიუ სწორედ კაშიასთან ჩაწერა, შერეულ ზონაში კი ყველაზე დიდი მოთხოვნა დინამოს ყოფილ და ვიტესის ახლანდელ კაპიტანზე იყო. ქართველი ფეხბურთელისადმი პატივისცემას არა მარტო არნემელი, არამედ როტერდამელი გულშემატკივარიც აშკარად გამოხატავდა. ამის შემდეგ კაშია დინამოელ სტუმრებს შეხვდა, დაწვრილებით მოიკითხა დინამოში მიმდინარე რეფორმების შესახებ. დინამო მუდამ ჩემს გულშია - გამომშვიდობებისას გვითხრა მან და ირაკლი ვაშაკიძის მიერ გადაცემულ დინამოს ვიმპელით სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024