• Geo
  • Eng
28.09.2011
შვიდი დინამოელი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჭედიამ შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრის წინ გუნდის 23 კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ახალგაზრდულ ნაკრებში მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც 7 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, შვიდი დინამოელი მოემზადება. სოსო ჭედიას გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდიდან თორნიკე ზარქუა, გიორგი ნადირაძე, ლევან კაკუბავა, დავით ხოჭოლავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ირაკლი ლექვთაძე არიან გამოძახებული. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს დინამოს დუბლშემადგენლობაში მოთამაშე დავით ხოჭოლავა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024