• Geo
  • Eng
29.01.2014
ჩვენი რესპოდენტი გიორგი პაპავა

ჩვენი გუნდის პირველი თურქული ტესტ-მატჩის შემდეგ დინამოს ოფიციალური ვებ-გვერდის რესპოდენტი გიორგი პაპავა იქნება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც პრაქტიკულად უშეცდომოდ ასრულებდა და რამდენიმე სახიფათო შეტევის წამოწყებაც შეძლო.

 

გიორგი პაპავა - პირველი თამაშია, წინა დღით ჩამოვედით, ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში და ახალი მწვრთნელი, გამომდინარე აქედან გარკვეული დრო დაგვჭირდება. ტაქტიკური თვალსაზრისით ახალ თამაშზე გადავდივართ. ჩემი აზრით, კარგი დეტალები შემოდის თამაშში.  შეკრება და სეზონის განახლებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ და თამაში და ვფიქრობ ოფიციალურ შეხვედრებსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024