• Geo
  • Eng
28.01.2014
პირველი მეტოქე პოლონური კლუბი

დღეს, დინამოელები თურქულ შეკრებაზე თბილისი–სტამბული–ანტალიის რეისით გაემგზავრნენ. ჩვენი გუნდი სასტუმრო Titanic Delux Belek-ში დაბინავდა. ანთალიური მოსამზადებელი ეტაპის პირველ დღეს მალხაზ ჟვანიამ გუნდი მსუბუქად დატვირთა. ხვალ კი თბილისელი ფეხბურთელები პირველ სპარინგ მატჩს გამართავენ. დინამოელები პოლონეთის ეკსტრაკლასას წარმომადგენელს, ბიელსკო–ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ვიდეო–ეთერი იგეგმება ჩვენი კლუბის ვებ–გვერდზე.

 

ჩვენი მეტოქე – პოდბესკიძიე

1907 წელს ბიელსკო–ბიალაში დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. გუნდმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო რეზულტატი 2010/2011 წლების სეზონში აჩვენა. ჩვენმა მომავალმა სპარინგ მეტოქემ 2011 წელს პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში მეორე საფეხური დაიკავა და უმაღლეს ლიგაში (ექსტრაკლასაში) თამაშის უფლება მოიპოვა, ქვეყის თასის გათამაშებაზე კი მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშა. გასული სეზონი გუნდმა მე–12 ზოპიციაზე დაასრულა. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ, პოლონეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 16 გუნდს შორის 21 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 17 ქულით, მეთხუთმეტე პოზიციას იკავებს. ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოდბესკიძიე საშნინაო შეხვედრით განაახლებს, 14 თებერვალს ჩვენი მომავალი მეტოქე ლოძის ვიძევს უმასპინძლებს. დღემდე, პოდბესკიძიემ მოსამზადებელ ეტაპზე სამშობლოში სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

 

23.01.2014

პოდბესკიძიე - სანდეცია 3:0

გოლები გაიტანეს:  ხმიელი, პიეტრასიაკი, სოკოლოვსკი

 

18.01.2014

გორნიკ ვალბრჟიჩი - პოდბესკიძიე 1:6

გოლები  გაიტანეს: დეჟა, ბუინიცკი, კოლოძიეა, ადუ, ხრაპეკი, სოკოლოვსკი

 

11.01.2014

ზაგლებიე სოსნოვიცე - პოდბესკიძიე 2:1

გოლი  გაიტანა: მისინსკი

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს პოდბესკიძიე ორ სპარინგ შეხვედრას ჩაატარებს. თბილისის დროით 13:00 საათზე პოლონელები რუსეთის პირველ ლიგაში მოასპარეზე ხიმკის დაუპირისპირდებიან, თბილისის დროით 19:00 საათზე კი დინამოსა და პოდბესკიძიეს მატჩი დაიწყება.

 

პოლონური პოდბესკიძიე თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები

რიჩარდ ზაიაცი

 

პიოტრ ადამეკი

 

ლადისლავ რიბანსკი

 

                                 

მცველები

ბართლომეი კონიეცჟნი

 

დარიუშ პიეტრასიაკი

 

ბლაჟეი ტელიხოსკი

 

ფრანკ ადუ

 

კარეტა კონრადი

 

ტომას გორკიევიჩი

 

მარეკ სოკოლოვსკი                                                  მიხაელ მრავეცი

 

 

ნახევარმცველები

მატეუშ კუპჩაკი

 

დარიუშ ლატკა

 

ანტონ სლობოდა

 

მაცეი ივანსკი

 

ადამ დეია

 

სებასტიან ბარტლევსკი

 

დარიუშ კოლოძიეა

 

პიოტრ მალინოვსკი

 

დამიან ხმელი

 

მატეუშ სტრაპორსკი

 

დანიელ ბუჟოკი

 

 

თავდამსხმელები

კრიშტოფ ხრაპეკი

 

არსენია ბუინიცკია

 

ფაბიან პაველა

 

ჩარლზ ნვაოგუ

 

მიკოლაი ლებედინსკი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024