• Geo
  • Eng
22.01.2014
დუბლები ბენდელას თასზე ითამაშებენ

დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს შეუდგა. დღეს, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 2014 წლის პირველი ვარჯიში ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართეს. დუბლშემადგენლობაში დინამოს აკადემიის უფროსი ასაკობრივი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ივარჯიშა,  სინჯებზე იმყოფებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები. დინამოს სარეზერვო გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირში, რომელიც წელს ოცდამესამედ გაიმართება. წილისყრის შედეგად ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი ვიტ ჯორჯიას, ალგეთს, საბურთალოს და ბაქოს ქარდაგს დაუპირისპირდება.

 

 

 

23 იანვარი. მცხეთა პარკი. 14:00 საათი

დინამო - ვიტ ჯორჯია

 

26 იანვარი. დინამოს აკადემია. 13:00 საათი

ალგეთი - დინამო

 

29 იანვარი. დინამოს აკადემია. 12:00 საათი

ქარდაგი - დინამო

 

5 თებერვალი. ბენდელას სტადიონი. 14:30 საათი

დინამო - საბურთალო

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024