• Geo
  • Eng
15.01.2014
დინამო-2 მზადებას შეუდგა

დღეს, დინამო-2 ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში შეიკრიბა და 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა . გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - უჩა სოსიაშვილმა, რომელსაც ასისტენტობას თამაზ სამხარაძე და გიორგი მაკასარაშვილი უწევენ, გუნდი პირველად ავარჯიშა. დინამო-2 მზადების პირველ ეტაპს საქართველოში გეგმავს. 15 თებერვლიდან კი დინამოელები შეკრებას თურქულ ბელეკში გაივლიან, სადაც ჩვენი გუნდი ოთხ სპარინგ მატჩს გამართავს. დინამო-2 სავარაუდოდ 17, 20, 24 და 26 თებერვალს მოსკოვის ლოკომოტივის, კრასნოდარის, სანქტ-პეტერბურგის ზენიტის სარეზერვო გუნდებს და კრასნოდარ-2 დაუპირისპირდება. დინამოელები სამშობლოში 27 თებერვალს დაბრუნდებიან.

დინამო TV გუნდის მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს, დაგეგმილ მოსამზადებელ პერიოდზე გაესაუბრა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024