• Geo
  • Eng
11.01.2014
გაიოზ ჯეჯელავა – 99

დღეს დინამო თბილისის მარჯვენა გარემარბი– გაიოზ ჯეჯელავა 99 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1937 წლიდან 1948 წლამდე იცავდა. 157 ჩატარებულ შეხვედრაში 73– ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ– ს პირველობის ორგზის ვიცე-ჩემპიონი 1939 და 1940 წლებში და ორგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1946 და 1947 წლებში. 1938 წელს მოხვდა 55 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველ ნომრად. თამაშობდა ქალაქის, საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. სპორტის დამსახურებული ოსტატი 1956-57 წლებში მუშაობდა დინამოს მწვრთნელად.

გაიოზ ჯეჯელავა 2005 წლის 16 მარტს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024