• Geo
  • Eng
10.01.2014
ნიკა დაუშვილი - დინამო ბრენდია

დინამო თბილისის ღირსებას 1989 წლის 16 ოქტომბერს დაბადებული მეკარე, ნიკა დაუშვილი დაიცავს. 24 წლის გოლკიპერმა ფეხბურთის თამაში თბილისის ოლიმპიკის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ნიკა დაუშვილმა შემდგომი პერიოდი ვიტ ჯორჯიის დუბლშემადგენლობაში გაატარა, საიდანაც თბილისი ლოკომოტივს მიაშურა. ახალგაზრდა მეკარე სამი წელი ცხინვალის სპარტაკში თამაშობდა, ბოლო ორი წელიწადი კი ვიტ ჯორჯიის კარს იცავდა.

ნიკა დაუშვილი - მოხარული ვარ, რომ დინამოში მოვხვდი. დინამო ბრენდია საქართველოში და არა მარტო აქ. ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა დინამოში მოვიდეს და თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინოს. ჩემი მიზანი გუნდში თავის დამკვიდრებაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დინამოს დავეხმარო და ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ დინამომ ღირსეულად წარმოაჩინოს თავი. დინამოს ბაზას რაც შეეხება, ჩემი მოსაზრებით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მარტო ფეხბურთზე იფიქრო, გაიზარდო ფეხბურთელად და ჩამოყალიბდე პროფესიონალად.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024