• Geo
  • Eng
24.12.2013
ვახტანგ ქორიძე – 64

დღეს ჩვენი კლუბის ოქროს თაობის  ფეხბურთელი– ვახტანგ ქორიძე 64 წლის გახდა. ბატონი ვახტანგი დინამოში 1969–1970 და 1975- დან 1980 წლებში თამაშობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 144 მატჩი და გაიტანა 22 გოლი. არის საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი 1976 (გაზაფხული -შემოდგომა). სსრკ– ს თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 წლებში და ვერცხლისმედალოსანი 1980 წელს. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების თანამონაწილე. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. ვულოცავთ ბატონ ვახტანგს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024