• Geo
  • Eng
22.12.2013
მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სუპერ თასის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია დარბაზში მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

მალხაზ ჟვანია – მოწინააღმდეგეს ვულოცავ თამაშის მოგებას. კარგი შეხვედრა გამოდგა, მაღალი ტემპი და სანახაობა იყო. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მოწინააღმდეგემ კი პირველივე რეალური მომენტი გამოიყენა. მეორე ტაიმში შეცდომების გამოსწორება ვცადეთ, შეტევაშიც უფრო ხშირად გადავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024