• Geo
  • Eng
22.12.2013
დინამო 0:1 ჩიხურა

საქართველოს სუპერ თასის 2013 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი გუნდი მეტოქის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

 

შეხვედრის პირველ ტაიმში დინამოელებს მეტოქის კარის აღების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა. გიორგი მერებაშვილმა და დინამოს ესპანელ ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა ჩიხურას კარის მიმართულებით ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყეს.

 

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დაპირისპირების 57–ე წუთზე კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, გატანილი ბურთით დიმიტრი ტატანაშვილი გამოირჩა. შეხვედრის მიწურულს დინამოელებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს ჩიხურას კარს. დაპირისპირების 78–ე წუთზე დავით ხურცილავას დარტყმული ბურთი გიორგი სომხიშვილმა მოიგერია, მატჩის უკანასკნელ წუთზე მანვე გივი კვარაცხელიას დარტყმული ბურთის დამორჩილება შეძლო. ანგარიში აღარ შეცვლილა – დინამო 0:1 ჩიხურა

 

დინამო 0:1 ჩიხურა

გოლი: ტატანაშვილი 57’

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 63’), პაპავა, ჩისკო, დვალი, ხურცილავა, კვირკველია, გოგა (ვუო 71’)

 

ჩიხურა: სომხიშვილი, ლომაშვილი, დეკანოიძე (კვასხვაძე 82’), კაშია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი (ქიმაძე 88’), ოდიკაძე, გაბედავა, ტატანაშვილი, ჯიღაური (ჭელიძე 85’), რეხვიაშვილი

 

გაფრთხილება: გოგა 27’ – გაბედავა 58’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024