• Geo
  • Eng
21.12.2013
ვლადიმერ გუცაევი – 61

დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი– ვლადიმერ გუცაევი 61 წლის გახდა. ბატონი ვოვა დინამოს ფერებს 1971- დან 1986 წლამდე იცავდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 438 მატჩი და გაიტანა 83 გოლი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1978, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 (გაზ-შემ), 1981. ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 და ვერცხლისმედალოსანი 1980. 6-ჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, ხოლო 1976, 1977, 1981 წლებში მეორე ნომრად. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ  11 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ ვოვას 61 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024