• Geo
  • Eng
20.12.2013
მერანი დუბლებმაც დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთვრამეტე ტურის შეხვედრა დინამოს სარეზერვო გუნდმა სამტრედიაში, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართა. კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხა.

 

მატჩი ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით დაიწყო. შეხვედრის მესამე წუთზე თბილისელ ფეხბურთელებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ლაშა შინდაგორიძემ ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირედით ასცდა სამიზნეს. მატჩის მეთერთმეტე წუთზე დინამოელთა მორიგ შეტევას გოლი მოჰყვა, დედაქალაქელთა კაპიტანმა, არჩილ მესხმა საჯარიმოს სიახლოვეს მიღებული ბურთი მოკლე დროში კარგად დაამუშავა და მარტვილიელთა კარში გადაგზანა – დინამოელები დაწინაურდნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქის კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს. დაპირისპირების 42–ე წუთზე გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა, ზუსტი გამოზომილი დარტყმის შემდეგ, მერანის მეკარე, მიხეილ ხარშილაძე უძლური აღმოჩნდა.

 

მეორე ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაწყო. მარტვილელმა ფეხბურთელებმა 50–ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ბურთი პირდაპირ კარისკენ გაგზავნეს, დინამოელთა მეკარემ, ლევან ისიანმა ბურთი უხერხულად მოიგერია და დამატებაზე გოლი ირაკლი ციცხვაიამ გაიტანა – მერანი 1:2 დინამო. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულა. დაპირისპირების 51–ე წუთზე მსაჯმა დავით ხოჭოლავას ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლებს მატჩის მესამოცე წუთზე ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ახლო მანძილიდან კრის ბანებამ არაზუსტად დაარტა – ბურთი კარს აცდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა 72–ე წუთზე წამოწყებული კონტრშეტევა კარში დარტყმით დაასრულეს, მარტვილელთა კარში ვაკო ბაჩიაშვილმა დაარტყა, თუმცა მასპინძელთა კიპერმა ბურთის დამორჩილება მოახერხა. დარჩენილ წუთებში ანგარიში არ შეცვლილა. დღევანდელი მოგების შემდეგ, თბილისელმა ფეხბურთელებმა უშუალო კონკურენტთან, რუსთავის მეტალურგთან ჩამორჩენა სამი ქულით შეამცირეს.

 

მერანი 1:2 დინამო

გოლები: 0:1 მესხი 11’

0:2 ლობჟანიძე 42’

1:2 ციცხვაია 50’

 

მერანი: ხარშილაძე, ფოცხვერაშვილი (ხუბუა 16’), ციცხვაია, ქათამაძე, გეგია, ჯღამაია, ბარბაქაძე, ქარდავა (დარსალია 81’), წულაია, აშორტია (თაკვარელია 79’), ბანება (ფაილოძე 71’)

 

დინამო: ისიანი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გურეშიძე, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი, მესხი (მარაქველიძე 77’), ლობჟანიძე (ვეკუა 87’), ზივზივაძე (თევზაძე 62’), შერგელაშვილი, შინდაგორიძე (მაჭავარიანი 46’)

 

გაფრთხილება: ქარდავა 21’ ციცხვაია 83’ – ხოჭოლავა 51’ ჯაფიაშვილი 76’

გაძევება: ხოჭოლავა 51’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024