• Geo
  • Eng
18.12.2013
ჩვენი ფეხბურთი - მილანის ფესტივალის ლაურეატი გახდა

კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით - ჩვენი ფეხბურთი,  რომლის პრემიერაც კინოს სახლში 5 ივლისს შედგა და მას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, იტალიის ქალაქ მილანში გამართული სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი მოიპოვა ნომიანაციაში - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ფეხბურთზე. ნოემბრის თვეში კი ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზეც სახელწოდებით - „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში", ფილმი საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშავართა შორის დასახელდა და მილანის კინოფესიტვალის საგზური მოიპოვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024