• Geo
  • Eng
06.12.2013
დუბლებმა გურია დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში, დინამოს სარეზერვო გუნდი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:0 დაამარცხა.

ანგარიში არჩილ მესხმა გახსნა, სტუმართა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და დინამოელები ორი ბურთით დაწინაურდნენ. მესამე ბურთი მეტოქის კარში დავით ვოლკოვმა გაიტანა. ანგარიშში სხვაობა ოთამხდე არჩილ მესხმა გაზარდა. მეტოქის კარში ბოლო ორი გოლი კი ვანო წილოსანმა გაიტანა.

 

დღევანდელ შეხვედრაში დინამომ შემდეგ შემადგენლობით იასპარეზა:

 

კულუა, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი, თევზაძე, სამხარაძე (ველიაშვილი), მაჭავარიანი (მარაქველიძე), მესხი, ლობჟანიძე, ვოლკოვი (კვერნაძე), პაპუნაშვილი (კახნიაშვილი), წილოსანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024