• Geo
  • Eng
27.11.2013
დინამო VS სპარტაკი - ურთიერთშეხვედრები

30 ნოემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს.

 

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 18–ჯერ დაუპირისპირდნენ 13 მოგება, 4 ფრე და  1 მარცხი. 37 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალქელთა მონაგარი.

 

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ჩემპიონატის მეოთხე და მეოცე ტურებში, 1990 წლის 17 აპრილსა და აგვისტოს, თბილისელებმა ცხინვალის ლიახვი  შესაბამისად 4:1 და 7:0 დაამარცხეს. სპარტაკთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 1:2 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს სპარტაკი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს.

 

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და სპარტაკს შორის 17 სექტემბერს გაიმართა. დაპირისპირება დინამო არენაზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. ცხინვალის სპარტაკის კარში გოლები დორინ გოგამ და ლევან ხმალაძემ გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024