• Geo
  • Eng
24.11.2013
მწვრთნელებმა დინამო 1:1 დილა შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული დინამო 1:1 დილას დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო, ვიგებდით, თუმცა მეტოქე საჩუქარი გავუკეთეთ და მათაც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. ბევრი მომენტი გვქონდა მეორე ტაიმში, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოვახერხეთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ, ვინაიდან უახლოეს მდევართან ოთხ ქულიანი უპირატესობა გვაქვს. მომდევნო შეხვედრა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

 

რამაზ სოღოლაშვლი – თამაში მართლაც საინტერესო გამოდგა. ბოლო წლებია, გორის დილას და დინამოს დაპირისპირება ერთობ საინტერესოა. დინამოსა და დილას დაპირისპირება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საფეხბურთო სამყაროში. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის ანგარიში ლოგიკურია. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ქულა მოგვეპოვებინა. სატურნირო ცხრილიდან გამომიდნარე, თოთეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მოპოვებულმა ქულამ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გეტყვით, რომ დილა არა მხოლოდ ექვსეულისთვი, არამედ მედლების მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. რაც შეეხება დინამოს, ფაქტია, რომ დღეს საუკეთესო გუნდია ჩვენ ჩემპიონატში და ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. დინამოს წარმატება მინდა ვუსურვო საშინაო და საერთასორისო ასპარეზზე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024