• Geo
  • Eng
23.11.2013
დინამო – დილას ოთარ ხეცაძე განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები შინ, გორის დილას წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული სტუ 0:2 სასკო არის. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრა სიონი 1:4 დინამო იმსაჯა. რუსთავში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთარ ხეცაძემ ოთხი გაფრთხილება უჩვენა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ოთარ ხეცაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 28 თამაში / 117 ყვითელი / 7 წითელი / 11 პენალტი

პირველი ლიგა - 39 თამაში / 140 ყვითელი / 11 წითელი / 11 პენალტი

მეორე ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 6 თამაში / 18 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024