• Geo
  • Eng
21.11.2013
ბავშვთა სახლის აღსაზრდელები დინამოს ბაზაზე

ბავშვთა სახლ ჩემი სახლის აღსაზრდელები და ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩანა დოლიძე დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ. დინამოელებმა პატარებს ჩვენი გუნდის ბაზა დაათვალიერებინეს, სამახსოვრო სურათები გადაიღეს და საჩუქრები გადასცეს.

ლევან ხმალაძე (გუნდის კაპიტანი) - კარგი დღე იყო. პატარებმა დინამოს ბაზა გახარებულებმა დატოვეს. მსგავს აქციებში დინამოელები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობთ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024