• Geo
  • Eng
21.11.2013
დინამო VS დილა - ურთიერთშეხვედრები

კვირას, 24 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს XXV ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. დილასთან შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 50–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 8 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 140:23 არის.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა – 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2–2 დასრულდა.

 

უკანასკნელად დინამო თბილისი გორის დილას მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში დაუპირისპირდა. მატჩი 17 აგვისტოს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024