• Geo
  • Eng
19.11.2013
დინამო-2 პირველი წრე მაჟორულად დაასრულა

დღეს, ვიტალი დარასელიას საფხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების, მეთორმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი დინამო-2 ბათუმის ადელს დაუპირისპირდა. მატჩი დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:2 დასრულდა.

 

მატჩი ჩვენი გუნდის კარნახით დაიწყო. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ანგარიში მეცამეტე წუთზე გახსნეს. ბუდუ ზივზივაძის გადაცემის შემდეგ, ბუბა რუხაძემ ადელის კარის მიმართულებით მახვილი კუთხიდან ზუსტი და გამოზომილი დარტყმა შეასრულა - 1:0. შეხვედრის მეოცე წუთზე სტუმრებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, თუმცა ადელის მეთერთმეტე ნომერმა, გურამ სირაბიძემ უხეირო დარტყმა შეასრულა და სახიფათო მომენტიც განიმუხტა. ზუსტად ორ წუთში დინამოელები გაშვებული ბურთისგან კარის ძელმა იხსნა. ჩვენი გუნდის კიპერთან პირისპირ გასულმა ლაშა ცხადაძეს სიზუსტემ უმტყუნა. დაპირისპირების 27-ე წუთზე დინამოელებმა უპირატესობა გაიმყარეს. ადელის ფეხბურთელმა, ლევან მჟავანაძემ თამაშის წესების დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯმა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმ დარტყმა დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ - 2:0. სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. შეხვედრის 41-ე წუთზე ლევან ბერუაშვილმა დინამოს კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა - 2:1.

 

 

მეორე ნახევარის სტარტზე ადელის ფეხბურთელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. შეხვედრის 48-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მსაჯმა გიორგი ლობჟანიძ გააფრტხილა და დინამოს კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც კვლავ ზუსტად დაარტყა ლევან ბერუაშვილმა - 2:2. გაშვებული გოლის შემდეგ, დინამოელებმა კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს მეტოქეს. დაპირისპირების 56-ე წუთზე მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილი გუნდი კიდევ ერთხელ დაწინაურდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა ბუდუ ზივზივაძემ, დინამოელთა კაპიტანმა, ბიძინა მახარობლიძემ კი დასწრებაზე კარგად ითამაშა მეტოქის კარი დალაშქრა - 3:2. შეხვედრის 71-ე წუთზე მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა გაიმყარეს. მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკა დიასამიძემ სტუმართა კიპერ ბურთი თავზე გადაუგდო - 4:2. შეხვედრის საფინალო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა. გატანილი გოლით დინამოელთა მეთერთმეტე ნომერი, ბუდუ ზივზივაძე გამოირჩა, რომელმაც თავის მხრივ დუბლი შეასრულა - 5:2.

 

დინამო-2 5:2 ადელი

 

გოლები: 1:0 რუხაძე 13’

2:0 ზივზივაძე 27’ (პენ.)

2:1 ბერუაშვილი 41’ (პენ.)

2:2 ბერუაშვილი 48’ (პენ.)

3:2 მახარობლიძე 56’

4:2 დიასამიძე 71’

5:2 ზივზივაძე 90+1’

 

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ოთარაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, შერგელაშვილი, ბაჩიაშვილი (თევზაძე 65’), სარიშვილი, მახარობლიძე, კიტოვანი (ჭეჭელაშვილი 46’), დიასამიძე, რუხაძე (ჯიშკარიანი 30’), ზივზივაძე

 

ადელი: ნაროზაშვილი, მჟავანაძე (ბერაძე 46’), ივანიაძე, ბერუაშვილი, წულუკიძე, რუხაია (მაჭარაშვილი 30’), ცაბუტაშვილი, ჯინჭარაძე (ხორნაული 67’), კარაკულიანი, ცხადაძე, სირაბიძე

 

გაფრთხილება: ოთარაშვილი 40’ ბაჩიაშვილი 41’ გიორგი ლობჟანიძე 48’ - მჟავანაძე 26’

 

დინამოელთათვის პირველი ლიგის გათამაშების პირველი წრე დასრულდა. ჩვენმა გუნდი პაუზაზე ზედიზედ ექვსი მოგებული შეხვედრით გადის. 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამო-2 მოპოვებული 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024