• Geo
  • Eng
10.11.2013
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულებული მატჩის შემდეგ დუშან უჰრინმა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.

დუშან უჰრინი – შეხვედრის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ. საკმაოდ გვქონდა მომენტები და გოლების გატანა კიდევ შეგვეძლო. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, თუმცა მეტოქისთვის ნაჩვენები ბარათის შემდეგ, გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა. შემდეგ მივიღეთ დასანანი გოლი, მაგრამ ბიჭებმა გამოავლინეს ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების გოლის გატანა შესძლეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024