• Geo
  • Eng
09.11.2013
დინამოს დუბლებმა ზესტაფონში იმარჯვეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთორმეტე ტურის მატჩი დინამოელებმა სტუმრად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. ზესტაფონის ბაზაზე ჩატარებული მატჩი დინამოელთა მინიმალური გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის 22–ე წუთზე დინამოელებმა მეტოქის კარს მწვავედ შეუტიეს, მეკარესთან პირისპირ დინამოელთა კაპიტანი, არჩილ მესხი დარჩა, რომლის დარტყმულიც მეკარემ ხელებში დააფიქსირა. პირველი ტაიმის მიწურულს, დაპირისპირების 41–ე წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ. მასპინძელთა ფორვარდმა, ბექა მიქელთაძემ დასწრებაზე თამაშისას კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ბურთი დიდი მანძილით ასცდა სამიზნეს.

 

მეორე ტაიმში დინამოელებმა კიდევ უფრო ქტიურად შეუტიეს მეტოქეს. კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და ზესტაფონელთა კარს კიდევ უფრო მწვავედ უტევდნენ. შეხვედრის 58–ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო ლაშა შინდაგორიძეს, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ზუსტად ერთ წუთში კვლავ ლაშა შინდაგორიძე ცდილობდა მეტოქის კარის აღებას, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა, გია მახათაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მიწურულს. მატჩის 85–ე წუთზე თბილისელმა ფეხბურთელებმა ზესტაფონის კარი დალაშქრეს. გამარჯვების მომტანი გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა, შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

 

ზესტაფონი 0:1 დინამო

გოლი: 0:1 შინდაგორიძე 85’

ზესტაფონი: მახათაძე, რობაქიძე, თედორე გრიგალაშვილი (ნაცვლიშვილი 62’), კუპრაშვილი (გიორგაძე 89’), გოგია (ჩუბინიძე 89’), ახალაძე, ბარბაქაძე (ომარ გრიგალაშვილი 71’), მაკარიძე, კვარაცხელია (ეგუტიძე 80’), კიკნაველიძე, მიქელთაძე

 

დინამო: ზარქუა, ბაჩიაშვილი, თევზაძე, მელიქიძე, მურუსიძე, ჯაფიაშვილი (კახნიაშვილი 71’), რუხაძე (მარაქველიძე 89’), მესხი (მაჭავარიანი 56’), შინდაგორიძე, გორიზია (ვოლკოვი 80’), ლექვთაძე

 

გაფრთხილება: მაკარიძე 52’, კვარაცხელია 72’, მიქელთაძე 90’ - რუხაძე 29’, ლექვთაძე 56’

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024