• Geo
  • Eng
05.11.2013
დინამო–2 მორიგი გამარჯვება

პირველი ლიგის გათამაშების მეათე ტურის მატჩში დინამო–2 წალენჯიხის სქურს დაუპირისპირდა. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 6:1 დასრულდა.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა სათამაშო უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებზე მოიპოვეს. დინამოელებს მატჩის დებიუტში რამდენჯერმე შეეძლოთ მოწინააღმდეგე გუნდის კარის დალაშქვრა. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა წალენჯიხელთა კარში გოლი გოლი მატჩის 27–ე წუთზე გაიტანეს. სტუმართა კარი დინამოელთა კაპიტანმა, ბიძინა მახარობლიძემ აიღო – 1:0. დაპირისპირების 32–ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, ამჯერად გატანილი გოლით ნიკა დიასამიძე გამოირჩა – 2:0.

 

დინამოელებმა მეორე ტაიმი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. თბილისელთა უპირატესობა 47–ე წუთზე ანგარიშშიც აისახა. ნიკა დიასამიძემ თანაგუნდელ ბუდუ ზივზივაძეს გადააწოდა ბურთი, რომელმაც სხვაობა სამამდე გაზარდა – 3:0. შეხვედრის 66–ე წუთზე მსაჯმა დინამოელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა მიხეილ ჯიშკარიანმა – 4:0. შეხვედრის 72–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბუბა რუხაძემ ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაზარდა – 5:0. სტუმრებმა ხუთბურთიანი ჩამორჩენა დაპირისპირების 78–ე წუთზე შეამცირეს, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში თეიმურაზ ფურთუხიამ ჩააწოდა, სტუმართა რიგებში შეცვლზე შემოსულმა გელა ჭკუასელმა კი გოლი გაიტანა – 5:1. დღევანდელი შეხვედრის საფინალო რეზულტატი 84–ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით ამჯერადაც ბიძინა მახარობლიძე გამოირჩა – 6:1.

 

მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო და 10 თამაშში დაგროვებული 16 ქულით სატურნირო ცრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

 

დინამო–2 6:1 სქური

გოლები: 1:0 მახარობლიძე 27’

2:0 დიასამიძე 32’

3:0 ზიზივაძე 47’

4:0 ჯიშკარიანი 66’ (პენ.)

5:0 რუხაძე 72’

5:1 ჭკუასელი 78’

6:1 მახარობლიძე 84'

 

დინამო–2: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, შერგელაშვილი, ოთარაშვილი, სარიშვილი, საბა ლობჟანიძე (კიტოვანი 28’), მახარობლიძე, ზივზივაძე (მათიაშვილი 70’), ჯიშკარიანი (რუხაძე 66’), დიასამიძე

 

სქური: კოლოგუა, ბოჯგუა, ყურუა, ქვარცხავა, მიქენია, კალანდია (კვირკვია 75’), ხოჯანაშვილი, სართანია (ღარიბაშვილი 73’), რაფავა, ფურთუხია, მორგოშია (ჭკუასელი 55’)

 

გაფრთხილება: დიასამიძე 85’ – ბოჯგუა 62’

 

გაძევება: ქვარცხავა 65’

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024