• Geo
  • Eng
03.11.2013
მეტალურგი 0:0 დინამო

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

შეხვედრის 25–ე წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერმა, გიორგი ლორიამ საკუთარი გუნდი გაშვებული ბურთისგან იხსნა. დინამოელებმა შეხვედრის მეორე ტაიმში მეტოქეს მწვავედ შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდი არ შექმნილა.

ფოლადზე ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, დინამოს 11 გამართული მატჩიდან 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

მეტალურგი 0:0 დინამო

 

მეტალურგი: ბედიაშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, რაზმაძე, გეწაძე, გავაშელიშვილი, გურეშიძე, ფიფია (ქავთარაძე 82’), ორბელაძე, კირკიტაძე (საჯაია 89’), ბერიაშვილი (ტუღუში 74’)

 

დინამო: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, დვალი (ხოჭოლავა 83’), უსტარიცი, გრიგალაშვილი (გლიშიჩი 89’), ხურცილავა, კვირკველია, ვუო (მერებაშვილი 65’), გოგა

 

გაფრთხილება: ძარია 45’ – ჯაფარიძე 75’ გავაშელიშვილი 86’

გაძევება: გავაშელიშვილი 89’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024