• Geo
  • Eng
02.11.2013
მეტალურგი VS დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ლევან თოდრია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტთა ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი და არსენ ნონიკაშვილი შეასრულებენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ნინუა იქნება.

 

ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 7 ივლისს, დინამო მოსკოვთან გამართული ამხანაგური შეხვედრა იმსაჯა. ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ თბილისელთაგან შაშიაშვილი, მოსკოველთა რიგებიდან კი სმოლოვი, გატაგოვი, ტაშაევი, ფლორესკუ, ზობნინი და ფერნანდესი გააფრთხილა.

 

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპზე გამართული დინამო ბათუმი 2:1 დილა გორი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 104 თამაში / 350 ყვითელი / 15 წითელი / 14 პენალტი



პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი



საქართველოს თასი - 20 თამაში / 57 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი



საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი



უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
 

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი



უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი



უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024