• Geo
  • Eng
29.10.2013
30 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. 30 ოქტომბერს დაპირისპირება დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენ გუნდს 30 ოქტომბერს 15 ოფიციალური შეხვედრა (8 მატჩი ეროვნულ ასპარეზზე – 7 მატჩი კი სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 10 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 3 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 1 შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 34::11–ზე არის.

 

30 ოქტომბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამომ პირველი ოფიციალური მატჩი 1991 წელს გამართა. ჩვენმა გუნდმა გალის მზიურს უმასპინძლა და მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 7:3 სძლია. მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანეს შოთა არველაძემ და კახი კაჭარავამ. ერთი ბურთი კი ზაზა რევიშვილის პირად აქტივშია.

 

1993 წლის 30 ოქტომბერს დინამომ რუსთავის მეტალურგს უმასპინძლა და მეტოქეს 5:3 მოუგო. რუსთაველთა კარში ორ–ორი გოლიგაიტანეს მიხეილ ყაველაშვილმა და გიორგი ქინქლაძემ, ერთი ბურთი კი გიორგი ნემსაძემ შეაგდო.

 

1997 წლის 30 ოქტომბერს თბილისური დერბი ჩვენი გუნდის საშინაო არენაზე გაიმართა. დინამოელებმა თანაქალაქური ლოკომოტივის წინააღმდემ შეხვედრაში 4:0 მოიგო. რკინიგზელთა კარში სამი გოლი გაიტანა დავით მუჯირმა, ერთი გუნდი კი გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

 

1999 წლის 30 ოქტომბერს დინამოელებმა სტუმრად, თბილისის თბილისის წინააღმდეგ ითამაშეს. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 6:0 დასრულდა. მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა მიხეილ აშვეთიამ, თითო გოლი კი კლიმენტი წიტაიშვილმა და რატი ალექსიძემ გაიტანეს.

 

2004 წლის 30 ოქტომბერს დინამოელებმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლეს. შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. ტორპედოს კარში გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.

2005 წლის 30 ოქტომბერს დინამოს საშინაო არენაზე დედაქალაქური დერბი გაიმართა. ჩვენმა გუნდმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი სანდრო იაშვილმა გაიტანა.

 

2009 წლის 30 ოქტომბერს ნეიტრალურ მოედანზე გამართული დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირება, სადაც ჩვენი გუნდი სტუმრის რანგში იყო წარმოდგენილი,  საყაიმო ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

2011 წლის 30 ოქტომბერს დინამომ ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ცხინვალელთა კარში გატანილი გოლებით დინამოს ესპანელი ლეგიონერები, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო სალაზარი გამოირჩნენ.

 

სსრკ ასპარეზზე 30 ოქტომბერს დინამოელებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1936 წელს გამართეს. ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხა. რკინიგზელთა კარში თითო გოლი ბორის პაიჭაძემ და მიხეილ ბერძენიშვილმა გაიტანეს.

 

1937 წლის 30 ოქტომბერს თბილისში კვლავ დინამოსა და მოსკვის ლოკომოტივის დაპირისპირება გაიმართა. შეხვედრა ამჯერად გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

1938 წლის 30 ოქტომბერს თბილისში დინამოსა და ბაქოს ტემპის დაპირისპირება გაიმართა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. აზერბაიჯანული გუნდის კარში გოლები გაიოზ ჯეჯელავამ და ნიკოლოზ სომოვმა გაიტანეს.

 

1964 წლის 30 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა გასვლითი მატჩი ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ტორპედოს კარში გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა.

 

1968 წლის 30 ოქტომბერს ჩვენი ფეხბურთელები კიევში, ადგილობრივ თანაკლუბელებს დაუპირისპირდნენ. თბილისური და კიევური დინამოების შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

1969 წლის 30 ოქტომბერს დინამომ იმჟამინდელი ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) ზარიას უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით – 2:0 იმარჯვა. უკრაინული გუნდის კარში გოლები კახი ასათიანმა და ლევან ნოდიამ გაიტანეს.

 

1976 წლის 30 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა იმჟამინდელი ლენინგრადის (სანქტ–პეტებურგის) ზენიტს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024