• Geo
  • Eng
24.10.2013
ბალუს თასი 2013

27 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში დინამო თბილისის ფან-კლუბ გლადიატორების ერთ-ერთი დამფუძნებლის– ლევან ღამბაშიძის სახელობის ტურნირის– ბალუს თასის რიგით მე-3 გათამაშება გაიმართება. ბალუ 2007 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მისი სახელობის ტურნირს კი საფუძველი 2011 წელს ჩაეყარა. წლევანდელი გათამაშება წინა ორისგან განსხვავებით გასცდა საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო გახდა. მუშტაიდის ბაღში ვიხილავთ მინსკის დინამოს, ლვოვის კარპატისა და დნიპროპეტროვსკის დნიპროს ფანებს.
ტურნირი ტრადიციულად დინამო თბილისის სრული მხარდაჭერით ჩატარდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024