• Geo
  • Eng
20.10.2013
დინამო 6:1 ჩიხურა

დღეს, დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრა გამართა. დუშან უჰრინის შეგირდებმა მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხეს.

 

ანგარიში დაპირისპირების პირველივე წუთზე თბილისელმა ფეხბურთელებმა გახსნეს, გოლი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა – ჩისკო მუნიოსმა გახსნა – 1:0. ანგარიშში თანაფარდობა შეხვედრის მეთოთხმეტე წუთზე აღდგა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში გივი კვარაცხელიამ ჩაჭრა – 1:1. დინამოელები მატჩის 34–ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ჩიხურას კარში გატანილი გოლით ამჯერადაც ჩისკო გამოირჩა – 2:1.

 

მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო. დედაქალაქელებმა მეტოქის კარი დაპირისპირების 56–ე წუთზე კიდევ ერთხელ დალაშქრეს, ჩიხურას კარი ჯაბა დვალმა დალაშქრა – 3:1. შეხვედრის 60–ე წუთზე ჩიხურას კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ჩისკომ და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა – 4:1. ზუსტად ერთ წუთში ჩიხურას კარი ირაკლი ძარიამ თავური დარტყმით დალაშქრა – 5:1. დღევანდელი შეხვედრის საფინალო ანგარიში კი ჯაბა დვალმა 75–ე წუთზე დააფიქსირა – 6:1.

 

დღევანდელი მოგების შემდეგ დინამოელებს 9 ჩატარებული შეხვედრაში 22 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

 

დინამო 6:1 ჩიხურა

გოლები:

1:0 ჩისკო 1’

1:1 კვარაცხელია (ავტოგოლი) 14’

2:1 ჩისკო 34’

3:1 დვალი 56’

4:1 ჩისკო 60’

5:1 ძარია 61’

6:1 დვალი 75’

 

დინამო: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (გლიშიჩი 79’), ჩისკო, დვალი (ვუო 76’), უსტარიცი, კვირკველია, გოგა (გრიგალაშვილი 72’)

 

ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, ლომაშვილი, დეკანოიძე, კვასხვაძე (დემეტრაშვილი 63’), კაშია, ბეჭვაია, დათუნაშვილი (ნადირაძე 66’), ოდიკაძე, გაბედავა (ქიმაძე 65’), ტატანაშვილი

 

გაფრთხილება: სეთურიძე 58’ –  ოდიკაძე 53’, ჭელიძე 88’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024