• Geo
  • Eng
07.10.2013
სიონი დუბლებმაც დაამარცხეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მერვე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მათსავე მოედანზე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ლევან ტყეშელაშვილმა დაპირისპირების 23–ე წუთზე იხსნა, რომელმაც მასპინძელთა ფეხბურთელს პირისპირ თამაშისას აჯობა. მატჩის 25–ე წუთზე დინამოელებმა ანგარიში გახსნეს, შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეტევა არჩილ მესხმა წამოიწყო, რომელმაც ბურთი საჯარიმოში თანაგუნდელს გადააწოდა, საბოლოოდ ბურთი გიორგი პაპუნაშვილს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. შეხვედრის 37–ე წუთზე თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. საჯარიმოს სიახლოეს დანიშნული სტანდარტიდან კარში ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მასპინძელთა მეკარემ ბურთის ხელებში შემაგრება ვერ მოახერხა, დასწრებაზე კი ვაჟა მათიაშვილმა ითამაშა კარგად და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43–ე წუთზე დინამოელებმა მესამე გოლიც გაიტანეს. ბოლნისელთა მეკარეს გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი თავს ზემოთ გადაავლო და საკუთარი გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გაიყვანა. მეორე ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ბოლნისელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. შეხვედრის მიწურულს კი მასპინძლებმა ორი ბურთის გაქვითვა შესძლეს. მატჩის 81–ე წუთზე გოლი გივი იოსელიანმა გაიტანა, საფინალო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევან შილაკაძემ გაიტანა.

 

სიონი 2:3 დინამო

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 25' 0:2 მათიაშვილი 37' 0:3 პაპუნაშვილი 43' 1:3 იოსელიანი 81' 2:3 შილაკაძე 90+1'

 

 

სიონი: უგრეხელიძე, ჯაფარიძე (სიმონია 75’), ჭინჭარაული (ზარნაძე 46’), ისიანი, ჯიმშელეიშვილი, ახვლედიანი, ცხადაია, ლობჟანიძე (გიორბელიძე 72’), მამასახლისი (შილაკაძე 58’), იოსელიანი, ოქროპირიძე (ჩახვაშვილი 41’)

 

დინამო: ტყეშელაშვილი (ისიანი 80’), სარიშვილი (მარაქველიძე 82’), მურუსიძე, გოროზია (კახნიაშვილი 80’), ჯაფიაშვილი, მათიაშვილი (კვერნაძე 72’), პაპუნაშვილი, მესხი, ზივზივაძე (წილოსანი 60’), ბაჩიაშვილი, თევზაძე

 

გაფრთხილება: ოქროპირიძე 17’, ისიანი 35’ – თევზაძე 15’ ბაჩიაშვილი 51’ ჯაფიაშვილი 62'

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024