• Geo
  • Eng
04.10.2013
6 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგ კალენდარულ შეხვედრას 6 ოქტომბერს, რუსავის ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 ოქტომბერს დინამოელებს 11 ოფიციალური მატჩი (3 ეროვნულ ასპარეზზე / 8 სსრკ პირველობაზე) აქვთ გამართული, საიდანაც 5 შეხვედრა თბილისელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, 3 მატჩი ფრედ დაასრულეს, 3 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 21:14–ზე არის.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა 6 ოქტომბერს პირველი შეხვედრა 2002 წელს გამართეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა გასვლით მატჩში ბათუმელ თანაკლუბელებს 3:1 სძლიეს. ბათუმის დინამოს კარში ორი გოლი ლადო ახალაიამ გაიტანა, ერთი კი ალექსანდრე გოგობერიშვილმა შეაგდო.

 

 

2007 წლის 6 ოქტომბერს დინამომ სტუმრად თბილისური დერბი ამერის წინააღმდეგ ანგარიშით – 2:0 მოიგო. გოლები მიხეილ ხუციშვილმა და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს.

 

2012 წლის 6 ოქტომბერს დინამომ ზუგდიდში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ ფრედ – 1:1 ითამაშა. ზუგდიდის კარში გოლი ჯადა დვალმა გაიტანა.

 

სსრკ პირველობაზე დინამო თბილისელმა 6 ოქტომბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1959 წელს სტუმრად, იმჟამინდელი ლენინგრადის ზენიტის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით – 1:2 დასრულდა. ზენიტის კარში გატანილი გოლით თენგიზ მელაშვილი გამოირჩა.

 

1967 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში დონის როსტოვის სკა–ს 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი ილია დათუნაშვილმა გაიტანა.

 

1968 წლის 6 ოქტომბერს დინამომ მოსკოვში ადგილობრივი ცსკა–ს წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა თბილისელი ფეხბურთელების მარცხით – 2:3 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლები გოჩა გავაშელმა და გივი ნოდიამ გაიტანეს.

 

1970 წლის 6 ოქტომბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მატჩი მინიმალური სხვაობით – 1:2 დათმეს. მოსკოველთა კარში გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა.

 

1972 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ლვოვის კარპატს უმასპინძლა და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით – 5:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ორი გოლი გაიტანა გიორგი გავაშელმა, თითო გოლი კი მურთაზ ხურცილავამ, გივი ნოდიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

 

1974 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გამართული თბილისური და მოსკოვური დინამოების დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

1979 წლის 6 ოქტომბერს დინამომ გასვლით შეხვედრაში დონეცკის შახტართან ფრედ – 3:3 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში ორი გოლი გაიტანა ვახტანგ ქორიძემ, ერთი ბურთი კი დავით ყიფიანის ანგარიშზეა.

 

1982 წლის 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტის პახტაკორს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა. გოლები გოჩა ჯოხაძემ და გრიგოლ ცაავამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024