• Geo
  • Eng
29.09.2013
დინამო 4:2 მერანი

უმაღლესი ლიგის VII ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 4:2 სძლია.

 

მატჩი სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო, მარტვილელმა ფეხბურთელებმა ანგარიში დაპირისპირების მესამე წუთზე გახსნეს, გოლი ბექა ციკოლიამ გაიტანა – 0:1. დინამოელებმა ანგარიშში წონასწორობა მეოცე წუთზე აღადგინეს, მეტოქის კარში გატანილი გოლით დავით კვირკველია გამოირჩა – 1:1.

 

შეხვედრის მეორე ნახევარი ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდე უფრო აქტიურად დაიწყეს და მარტვილის მერანის კართან სახიფათო მომენტები მრავლად იქმნებოდა. შეხვედრის 51–ე წუთზე მარტვილელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმის შესასრულებლად ჩისკო მივიდა, რომელმაც საჯარიმოში დავით კვირკველიას გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი სტუმრთა კარში მეორე გოლი შეაგდო – 2:1. დაპირისპირების 53–ე წუთზე დედაქალაქელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. თავგანწირული მცდელობის მიუხედავად ირაკლი ძარიას დარტყმული ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა სტუმართა გოლკიპერმა – 3:1. მარტვილის მერანის რიგებში შეცვლაზე შემოსულმა აკაკი შულაიამ ანგარიშში სხვაობა მატჩის 62–ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა. გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩენილმა სტუმართა ფეხბურთელმა ერთი შეხებით ბურთი ბადეში გადაგზავნა – 3:2. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი დინამოელებმა 82–ე წუთზე დააფიქსირეს. შეცვლაზე შემოსულმა პატრიკ ვუომ დინამოელთა უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 4:2.

 

დინამო 4:2 მერანი

გოლები: 0:1 ციკოლია 3’ 1:1 კვირკველია 20’ 2:1 კვირკველია 51’ 3:1 ძარია 53’ 3:2 შულაია 62’ 4:2 ვუო 82’

 

დინამო: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, ჩისკო (გლიშიჩი 90’), დვალი, უსტარიცი, გრიგალაშვილი (მერებაშვილი 85’), ხურცილავა, კვირკველია, გოგა (ვუო 77’)

 

მერანი: შეროზია, მელიავა, კუჭუხიძე (შულაია 25’), ქარქუზაშვილი, ფონიავა, ფარულავა, ბაბუნაშვილი (კერძევაძე 57’), მელქაძე, ციკოლია (ქათამაძე 67’), კვანტალიანი, გეგეჭკორი

 

გაფრთხილება: უსტარიცი – მელიავა, ფონიავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024