• Geo
  • Eng
27.09.2013
29 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

29 სექტემბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის VII ტურის შეხვედრას მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს 29 სექტემბერს 10 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც დინამომ 2 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა და 5 თამაში წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 16:12 არის.

 

 

დინამო თბილისს 29 სექტემბერს ეროვნულ ასპარეზზე ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული. ჩვენმა გუნდმა 2007 წლის 29 სექტემბერს ბათუმის დინამოს დიდი ანგარიშით – 7:0 მოუგო. აღნიშნულ შეხვედრაში ორ–ორი გოლი გაიტანეს სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა, თითო ბურთი კი მიხეილ ხუციშვილმა, ლევან ხმალაძემ და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს.

ევროპულ ასპარეზზე 29 სექტემბერს დინამოს სამი მატჩი აქვს გამართული. ჩვენმა გუნდმა ევროტურნირებზე 29 სექტემბერს პირველად 1976 წელს ითამაშა. თბილისში გამართული თასების მფლობელთა თასის 1/32 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოსა და კარდიფს შორის, ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. დინამოელთაგან მეტოქის კარში გატანილი გოლებით ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძემ გაიტანეს.

 

 

1982 წლის 29 სექტემბერს უეფას თასის გათამაშების 1/64 ფინალურ შეხვედრაში დინამო იტალიურ ნაპოლის დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

1998 წლის 29 სექტემბერს უეფას თასის გათამაშების მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში დინამომ ჰოლანდიურ ვილემ II უმასპინძლა. შეხვედრა ჩვენი გუნდის მარცხით – 0:3 დასრულდა.

 

 

სსრკ პირველობაზე 29 სექტემბერს დინამოს ექვსი მატჩი აქვს გამართული. ჩვენმა გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 29 სექტემბერს პირველად 1936 წელს ითამაშა. თბილისელი ფეხბურთელები გასვლით მატჩში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდნენ. ორი დინამოს დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა.

 

 

1940 წლის 29 სექტემბერს დინამომ სტუმრად დაამარცხა სტალინოს სტახანოვეცი. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები ვიქტორ ბერეჟნოიმ და ასლან ხარბედიამ გაიტანეს.

1949 წლის 29 სექტემბერს დინამომ იმჟამინდელი ლენინგრადის დინამოს უმასპინძლა. თბილისში გამართული მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლით სპარტაკ ჯეჯელავა გამოირჩა.

 

 

1969 წლის 29 სექტემბერს დინამო სტუმრად ოდესის ჩერნომორეცს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. უკრაინული გუნდის კარში გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა.

 

 

1973 წლის 29 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა. თბილისელმა ფეხბურთელებმა შეხვედრა ანგარიშით – 1:4 წააგეს. მოსკოვის დინამოს კარში გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა.

 

 

1985 წლის 29 სექტემბერს დინამო ბაქოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნეფთჩის დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების მარცხით – 0:1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024