• Geo
  • Eng
23.09.2013
ჩვენი ფეხბურთი - კინოფესტივალზე დაჯილდოვდა

18-20 სექტემბერს ქ. ტაშკენტში (უზბეკეთი) სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის (FICTS) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში“ ქართველი რეჟისორის, გიორგი თორაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჩვენი ფეხბურთი“, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიას ეძღვნება და ჩვენი კლუბის ხელშეწყობით შეიქმნა, ნომინაციაში- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024