• Geo
  • Eng
23.09.2013
25 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

25 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. 25 სექტემბერს დინამოს 11 ოფიციალური წაუგებელი შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 7 მატჩი დედაქალქელთა გამარჯვებით, 4 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ 11:2–ზე არის.

 

ეროვნულ ჩემპიონატში 25 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა პირველად 1992 წელს ითამაშა. დინამოელებმა დინამო არენაზე მარგვეთს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები შოთა და რევაზ არველაძეებმა გაიტანეს.

 

1998 წლის 25 სექტემბერს დინამო ბათუმის ბათუმს დაუპირისპირდა. თბილისში გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. ზღვისპირელთა კარში გატანილი გოლით ლევან ხომერიკი გამოირჩა.

 

2004 წლის 25 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა გორის დილას უმასპინძლა. დაპირისპირება დინამოელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. გოლები გიორგი ნემსაძემ, მიხეილ კაკალაძემ და შოთა გრიგალაშვილმა გაიტანეს.

 

2009 წლის 25 სექტემბერს დინამოს საშინაო სტადიონზე დედაქალაქური დერბი შედგა. დინამოელებმა ლოკომოტივის უმასპინძლეს, შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

 

2011 წლის 25 სექტემბერს დინამო არენაზე ერთმანეთს დინამო და მარტვილის მერანი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

 

სსრკ პირველობაზე 25 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა პირველად 1936 წელს ითამაშა. დინამოელები გასვლით შეხვედრაში მოსკოვის სპარტაკს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი მიხეილ ბერძენიშვილმა გაიტანა.

 

1946 წლის 25 სექტემბერს დინამომ მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა. მატჩი დინამოელებმა ანგარიშით – 1:0 მოიგეს. მოსკოველთა კარში გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა.

1949 წლის 25 სექტემბერს თბილისურ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო და დაუგავა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელმა ფეხბურთელებმა გამარჯვებით დაასრულეს. აღნიშნულ მატჩში თითო გატანილი გოლით რევაზ მახარაძე და მიხეილ ჯოჯუა გამოირჩნენ.

 

1963 წლის 25 სექტემბერს დინამოელებმა სტუმრად მოლდოვას წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა 1976 წლის 25 სექტემბერს. დინამოსა და სპარტაკის მოსკოვურ დაპირისპირებაში 0:0 დაფიქსირდა.

 

1988 წლის 25 სექტემბერს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა. აღნიშნული შეხვედრაც გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024