• Geo
  • Eng
22.09.2013
დინამოს აკადემიის U-12 გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა

ბულგარეთში, ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპზე, ჩვენი აკადემიის U-12 ფეხბურთელებმა დღეს მესამე ადგილისთვის შეხვედრა ჩაატარეს. დინამოელთა მეტოქე უკრაინული დნიპროს U-12 გუნდი გახლდათ. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა დათმეს შეხვედრა ანგარიშით 1:4 და საბოლოოდ ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავეს. ერთადერთი გოლი დნიპროს კარში ზუკა დავითაშვილმა გაიტანა.


დღევანდელ შეხვედრაში სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ხარშილაძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, ბოგვერაძე, მაღალადაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

შევლაზე შემოვიდნენ: ლომთაძე, ჯანგიძე, ახლოური, ქაჯაია, თვალოძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024