• Geo
  • Eng
22.09.2013
5 გოლი და მოუხსნელი რეკორდი

1966 წლის 22 სექტემბერს დინამო თბილისმა ერევნის არარატს უმასპინძლა. დინამოზე გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. აღსანიშნავი კი ისაა, რომ ხუთივე გოლი ერევნელთა კარში ილია დათუნაშვილმა გაიტანა, თანაც მეორე ტაიმის 23 წუთიან ინტერვალში. ამით დათუნაშვილმა გაიმეორა ერთი რეკორდი (1938 წელს ლენინგრადის სპარტაკის ფეხბურთელმა– ევგენი შელაგინმა მოახერხა ერთ შეხვედრაში 5 ბურთის გატანა) და დაამყარა მეორე, რომელიც მოუხსნელი დარჩა სსრკ– ს პირველობაზე. 23 წუთიან ინტერვალში ვეღარავინ მოახერხა 5 ბურთის გატანა. ორი წლის შემდეგ გიორგი (გოჩა) გავაშელმაც შეძლო 5 გოლის გატანა. დინამომ კრილია დაამარცხა ანგარიშით 7:2. ილია დათუნაშვილი 1966 წლის გათამაშების ბომბარდირიც გახდა 20 გატანილი გოლით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024