• Geo
  • Eng
21.09.2013
ვიტ ჯორჯია 0:2 დინამო

უმაღლესი ლიგის VI ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა მცხეთაში, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

დღევანდელი მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი დინამოელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. მატჩის 74–ე წუთზე დორინ გოგამ ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმა განახორციელა. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი ელგუჯა გრიგალაშვილმა 90–ე წუთზე დააფიქსირა.

ვიტ ჯორჯია 0:2 დინამო

გოლები: 1:0 გოგა 74’ 2:0 გრიგალაშვილი 90’

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, კორიფაძე, დავლაშელიძე, ადამაძე, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 64'), მჭედლიშვილი (ღიბრაძე 76') სიჭინავა, ჯანელიძე, წყაროზია (მაისურაძე 26')

გაფრთხილება: ღიბრაძე, კუხალეიშვილი - ხმალაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024