• Geo
  • Eng
20.09.2013
ვიტ ჯორჯია VS დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები მცხეთაში ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და კ. ტეფნაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი მ. ბეუქლიშვილი შეასრულებს.

 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა გურია 2:1 დინამო გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა მსაჯმა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 9–ჯერ (5 გურიას – 4 დინამოს) უჩვენა. 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

აბდულა ბასლეჰლო

დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 7 თამაში / 38 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს თასი – 2 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024