• Geo
  • Eng
20.09.2013
დორინ გოგა - ჩვენი მიზანი დუბლის შესრულებაა

სპარტაკთან ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის რუმინელმა თავდამსხმელმა- დორინ გოგამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი გოლი დინამოსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. დორინ გოგამ საქართველოს ჩემპიონატში დინამოს 1900- ე გოლი გაიტანა.

დორინ გოგა - პირველ რიგში აღვნიშნავდი, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ესეთი სიმბოლური გოლის ავტორობა. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ. თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ ეხლა უკეთეს სათამაშო და ფიზიკურ კონდიციაში ვარ. სულ ხუთი თამაში ჩავატარე საქართველოს ჩემპიონატში, აქედან ორში კი ძალიან გაგვიჭირდა. საერთოდ რაც თვალშისაცემია ჩვენთან ყველა გუნდი ცდილობს, რომ თავის მაქსიმუმი აჩვენოს. თუმცა ჩვენ თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველა მეტოქეს ძალიან გაუჭირდება. ბოლო სეზონში დინამომ პირველობაც მოიგო და თასიც, შესაბამისად წელსაც ჩვენი მიზანი დუბლის შესრულებაა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024