• Geo
  • Eng
19.09.2013
ვიტ ჯორჯია VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

უმაღლესი ლიგის VI ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მცხეთაში, მცეთა პარკზე ვიტ ჯორჯიასთან გამართავს. ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.  47 ჩატარებულ შეხვედრაში 17 მატჩი დინამომ მოიგო, 11 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 18 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ 58:39 არის. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0  კი, ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 11 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს დინამო და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ ფრედ – 1:1 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში ჩისკო მუნიოსმა ანგარიში მატჩის მეოთხე წუთზე გახსნა, თუმცა ვეტერინარმა ლაშა გრაბრიჭიძემ 20–ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და დაპირისპირების საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024