• Geo
  • Eng
17.09.2013
დინამო 2:0 სპარტაკი

უმაღლესი ლიგის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 მოუგო. დაპირისპირების პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, შეხვედრის 48–ე წუთზე სპარტაკის კარში გოლი დინამოს რუმინელმა ლეგიონერმა, დორინ გოგამ გაიტანა – 1:0. დინამოელებმა მეორე გოლი მატჩის 86–ე წუთზე შეაგდეს, ცხინვალელთა კარში გატანილი ბურთით ლევან ხმალაძე გამოირჩა.

ამრიგად დინამოელებს ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ. პირველ ადგილზე მყოფ ქუთაისის ტორპედოსთან კი სხვაობა ერთ ქულას შეადგენს.

 

დინამო 2:0 სპარტაკი

გოლები: 1:0 გოგა 48’ 2:0 ხმალაძე 86’

 

დინამო: ლორია, გლიშიჩი (სეთურიძე 87’), ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (ჩისკო 78’), პაპავა, დვალი (ვუო 65’), უსტარიცი, გრიგალაშვილი, ხურცილავა

 

სპარტაკი: ნანიევი, კაკაშვილი, ხიზანეიშვილი, კილასონია, ქურდაძე, ჭაფოძე, ბურძენაძე (თვალავაძე 89’), თუხარელი (მაქაცარია 69’), ჩაფიძე (ნარიმანიძე 78’), მეტრეველი, ფანცხავა

 

გაფრთხილება: გრგიალაშვილი, უსტარიცი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024