• Geo
  • Eng
13.09.2013
დინამო 3:0 ზუგდიდი

უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ზუგდიდის წინააღმდეგ გამართა და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 3:0 სძლია.

 

დუშან უჰრინის შეგირდებმა სათამაშო უპირატესობა შეხვედრის პირველი ტაიმის დებიუტშივე მოიპოვეს და ზუგდიდელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ანგარიში დაპირისპირების 27–ე წუთზე გახსნეს. საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი ეფექტური დარტყმით ჯაბა დვალმა ზუგდიდელთა კარში გადაგზავნა – 1:0.

 

მეორე ტაიმი ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. დინამოელთა მორიგი შეტევა 50–ე წუთზე გოლით დასრულდა. ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმულის შემდეგ ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაეხვა – 2:0. მატჩის 66–ე წუთზე კი დღევანდელი თამაშის საფინალო ანგარიში დაფიქსირდა. დინამოს რუმინელთა ლეგიონერმა, დორინ გოგამ ჩვენი გუნდის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა – 3:0.

 

დინამოელები მომდევვნო შეხვედრას 17 სექტემბერს გამართავენ. უმაღლესი ლიგის III ტურის გადადებულ თამაშს ჩვენი გუნდი შინ, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო 3:0 ზუგდიდი

გოლები: 1:0 დვალი 27' 2:0 გრიგალაშვილი 50' 3:0 გოგა 66'

 

დინამო: ლორია, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (სეთურიძე 88'), პაპავა, დვალი, შაშიაშვილი, უსტარიცი, გრიგალაშვილი (ვუო 75'), ხურცილავა, გოგა (ლექვთაძე 85')

 

ზუგდიდი: მამალაძე, სიხარულია, აფაქიძე, წურწუმია (ეხვაია 57'), აქუბარდია (ჰამზა 67'), გუგუჩია, ქვარცხავა (ონიანი 67'), ხუბუა, კანკია, მირცხულავა, მეგაჰედი

 

გაფრთხილება: უსტარიცი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024