• Geo
  • Eng
12.09.2013
დინამო VS ზუგდიდი – მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის V ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ, დინამო არენაზე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ეთერს დინამო თბილისის ოფიციალური ვებ–გვერდი ჩემოგთავაზებთ.

 

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი – დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი – მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლეს ლიგელი მგლებისა და პირველ ლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

 

მწვრთნელი და ზუგდიდი

ახალი სეზონის სტარტზე ზუგდიდურ კლუბს სათავეში მწვრთნელთა დუეტი ჩაუდგა. ჩვენ მომავალ მეტოქეს ოთარ თუთბერიძე და კობა წიტაიშვილი თავკაცობენ. სამწვრთნელო დუეტის გუნდში მისვლის შემდეგ ზუგდიდმა 8 შეხვედრა (3 ამხანაგური და 5 ოფიციალური) ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 4 მატჩი (1 შეხვედრა ჩემპიონატში, 3 ამხანაგური) მოიგო, 2 შეხვედრაში დმარცხდა, 2 კი ფრედ ითამაშა. მოსამზადებელ ეტაპზე ზუგდიდმა მარტვილის მერანი, წალენჯიხის სქური და ფოთიx კოლხეთი დაამარცხა.

დინამომდე...

სეზონის სტარტი ზუგდიდური კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. პირველ ტურში ზუგდიდი საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან 1:3 დამარცხდა, მეორე ტურში ჩვენმა მომავლმა მეტოქემ საკუთარ კედლებში ფრედ – 0:0 ითამაშა ვიტ ჯორჯიასთან. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაშიც. ბაიას ბაზაზე გამართული ზუგდიდი – კოლხეთი 1:1 დასრულდა. უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ზუგდიდმა სტუმრად მარტვილის მერანთან 0:2 წააგო. უკანასკნელი, შეხვედრაში კი მეგრულმა კლუბმა ნავსი გატეხა და ბოლნისის სიონთან სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. განმუხურში გამართული შეხვედრა ზუგდიდელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ხვალინდელი მატჩს ზუგდიდი ორი ლეგიონერით ხვდება. ეგვიპტელი ამირ აზმი მეგაჰედი და ჯამალ ჰამზა მიმდინარე სეზონს ზუგდიდელთა რიგებში გაატარებენ.

დინამო VS ზუგდიდი

ბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 38–ჯერ გაიმართა, საიდანაც 27 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 98:27 არის. დინამო არენაზე გამართული უკანასკნელი დაპირისპირება კი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. არნიშნულ მატჩში ჩისკომ, მიკელ ალვარომ და ჯაბა დვალმა ზუგდიდელთა კარი თითოჯერ დალაშქრეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო დინამოს მსგავსად არც ზუგდიდის რომელიმე ფეხბურთელი გამოტოვებს. უმაღლესი ლიგის მეხუთე სათამაშო დღეს გუნდები ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

დინამო VS ზუგდიდიმსაჯი

დინამო თბილისისა და ზუგდიდის ხვალინდელ შეხვედრას  გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და ლ. თოდრიან გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე – აქუბარდია, აფაქიძე, რიგვავა, მეგაჰედი – ლომია, კანკია, ეხვაია, გუგუჩია – სიხარულია, ჰამზა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024