• Geo
  • Eng
12.09.2013
დინამო – ზუგდიდს გიორგი ყრუაშვილი განსჯის

დინამო თბილისისა და ზუგდიდის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე 18:00 საათზე გაიმართება, გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და ლ. თოდრიან გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად გასულ წელს იმსაჯა. უმაღლესი ლიგის XXIV გათამაშების VIII ტურის შეხვედრაში დინამო თბილისის საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონს მასპინძლობდა. თამაში ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 7:2 დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ერთადეთი ყვითელი ბარათი სტუმართა ფეხბურთელს უჩვენა.

 

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა საქართველოს პირველი ლიგის B ზონაში გამართული დილა–2 1:0 სამგურალი არის. გიორგი ყრუაშვილმა მასპინძელთა გუნდიდან ორი, სტუმართა გუნდიდან კი სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 7 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი


პირველი ლიგა – 17 თამაში / 42 ყვითელი / 8 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი –  4 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024